თბილისის მერია მზიურსა და ზოოპარკს შორის საფეხმავლო ხიდის გაკეთებას გეგმავს

590

თბილისის მერია მზიურის პარკსა და ზოოპარკს შორის საფეხმავლო ხიდი გაკეთებას გეგმავს. ამ თემაზე მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ვამუშავებთ ერთ საინტერესო პროექტს — გადასასვლელი ხიდი მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ. ამაზეც მიდის უკვე მუშაობა და მედიათეკა და ეს საფეხმავლო ხიდი იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელსაც შევთავაზებთ მოსახლოებას”, — თქვა კალაძემ.

მერის თქმით, მზიურის რეაბილიტაციის ფარგლებში მერია, ასევე, გეგმავს, რომ პარკში მედიათეკა მოაწყოს