სოხუმში, ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან ეშბას ბრძანების საფუძველზე, ქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების მოკვლა აიკრძალა. მიზანი, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ცხოველების დაცვაა სასტიკი მოპყრობისგან.
“აიკრძალოს მიუსაფარი ცხოველების დახოცვა ქალაქ სოხუმის ტერიტორიაზე”, – ვკითხულობთ დეფაქტო ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ე.წ. ადმინისტრაციის განმარტებით, ბრძანების შესრულება გაკონტროლდება.