თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს

915

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდება მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე.

„ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ქეთევან წამებულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, უახლოეს მომავალში იქნება ხელშეკრულება გაფორმებული და უშუალოდ დავიწყებთ სამუშოების განხორციელებას. სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება. ეს არის დაახლოებით 2 კილომეტრამდე მონაკვეთი. ქუჩა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, არის ჩავარდნები და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. საჭიროა საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, ახალი წყლის სისტემის ჩაგდება მიწის ქვემოთ, ასევე გაზის კომპანია იმუშვებს ამ მიმართულებით. მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს მთლიანად. ჩვენ „ჯივიპისთან“ გვექნება საუბარი ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვთ, თუმცა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სამუშოების განხორციელება, რაც თან ახლავს ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ პროექტის ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგებდა ტროტუარები, ახალი განათების ბოძები იქნება დამონტაჟებული თავისი ლედსანათებით. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი ლარია“, – განაცხადა კალაძემ.