ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ახლადრეაბილიტირებული სკვერი დააზიანეს.
უცნობმა პირებმა დაამტვრიეს სკამები და საბავშვო ატრაქციონები. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
სკვერი, რომლის მოწყობაც ადგილობრივ თვითმმართველობას 485 000 ლარი დაუჯდა, ერთ–ერთი ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია ქალაქში.