დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შატილში სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ყოფილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 20 მოსწავლეზეა გათვლილი.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე - სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.
„უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება...
წინა სტატია
რუსთავსა და თბილისს შორის ავტობუსებთან ერთად მიკროავტობუსებიც ივლიან, თუმცა მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ადგილები მკაცრად განისაზღვრება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკის მიერ მომზადებულ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გენერალურ გეგმაში აღნიშნულ საკითხზეც იქნება საუბარი.
„როგორც ვიცით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარდა კვლევა თბილისში, საავტობუსო ქსელთან დაკავშირებით. გამოიყო 10 სატრანსპორტო დერეფანი, სადაც შესაბამისი "ბასლაინების" მოწყობის შემდგომ...
ქუთაისში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებით, რამდენიმე კომპანიამ მუშაობა განაახლა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შპს „ჯი არ სის“ და შპს „სიარპი ვუდ დეველოპმენტს“, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო.
კომპანიებმა, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით შეუჩერდათ, მუშაობის განახლება მხოლოდ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული...
შემდეგი სტატია
20 მაისს საქართველოს პარლამენტის გარემოდ დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ტყის კოდექსს, რომელთან დაკავშირებითაც შენიშვნები ჰქონდა არასამთავრობო სექტორს.
სამოქალაქო საზოგადოება კანონმდებლებს მოუწოდებდა, მხარი არ დაეჭირათ კანონისთვის, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას ითვალისწინებს.
კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული საბოლოოდ მიღებამდე. მისი ძირითადი დებულებები მიღების შემთხვევაში სექტემბრიდან...
ქარელის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.
სხდომაზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ რუისში მდებარე 19 858 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროექტი განიხილეს.
სოფელ რუისის მცხოვრებლები მიწის ამ ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს არის სოფლის სტადიონი და ეს ფართობი სრულად განკუთვნილია სპორტული კომპლექსისთვის.
სოფელ რუისის მცხოვრებლებმა საჯარო რეესტრის 2012წლის ამონაწერი წარადგინეს, სადაც...
აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების მიერ მუშავდება ტრანსპორტის გენგეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის თბილისსა და რუსთავს შორის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერისგან მიიღო დავალება, რომ ზუსტად დაითვალოს, რა თანხები და რა ინფრასტრუქტურული სამუშაოებია იქნება საჭირო, რათა თბილისსა და რუსთავს შორის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს.
„ძალიან...
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში პლენარულ სხდომაზე განიხილება და მას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს, - აცხადებენ აჭარის უმაღლეს საბჭოში.
„უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა იწყება. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის მიერ სხდომაზე გამოტანილ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად, სწორედ არჩევნების წინ ვაპირებთ, რომ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტყის კოდექსს მესამე მოსმენით განიხილავენ.
მისი თქმით, საპატრიარქოს ტყის ფართობები იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ გადაეცემა, რომლებიც ტყის ფონდშია...
ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით დაახლოებით თვე-თვენახევრის წინ მერი შეხვდა ყველა მეპატრონეს, მათ შევთავაზეთ განვითარების კარგი მოდელი, რომლის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება პრობლემა, რომელიც ელიავას ბაზრობის ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, დასაქმებულ ადამიანთა შრომის უსაფრთხოების წესებს ეხება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი თავად მოამზადებს განაშენიანების რეგულირების გეგმას აღნიშნული ტერიტორიისთვის.
„მუნიციპალიტეტი თვითონ გეგმავს განაშენიანების რეგულირების...
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავანგარდის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.
"უკვე დასრულდა გზის მეორე ნაწილზე მუშაობაც. სულხან-საბას გამზირზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ღვარსადენი სისტემა, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები დასახლებაში ფაქტობრივად დასრულებულია ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებიც.
სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, დაიდგა ძელსკამები....
ორგანიზაცია HEKS-EPER საქართველო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საგრანტო კონკურსი მოიცავს როგორც ქალაქ დედოფლისწყაროს, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ყველა ერთეულს. კონკურსის მიზანია მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში შემავალი პრიორიტეტებისა და მიზნების გათვალისწინებით.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ საჯარო ინსტიტუციებს, რომლებიც უშუალოდ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მოქმედებენ დედოფლისწყაროს მუნიციპელიტეტის ტერიტორიაზე.
“საგრანტო კონკურსში განმცხადებელს...
ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან.
„აღსანიშნავია, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დამატებით 6 767 მოქალაქე, კერძოდ: ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, პენსიონერი და სოციალური პაკეტის მიმღები ისარგებლებს.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
შეღავათების ჯამური ოდენობა, დაახლოებით 7,4 მილიონ ლარია და კანონპროექტის განხორციელებით მხარდაჭერა დამატებით 25-30 ათას მოსახლეს შეეხება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე.
რეგიონული პოლიტიკისა...
ბათუმში, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგემება, რასაც აპროტესტებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მოქალაქეებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ბათუმის მერიას მოუწოდეს, რომ მათი პროტესტი გაითვალისწინოს. მოქალაქეების ინფორმაციით, ინასარიძის 24 ნომერში სკვერის მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა მის ნაცვლად მრავალსართულიანი კორსპუსის მშენებლობა დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ასწლოვანი ხეების გაჩეხვაც დაიწყო.
ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლების აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება.
წყალტუბოს მერიის ინფრომაციით, ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„კომისიის წევრები, მოადგილეების გარდა, კულტურის წარმომადგენლები, მხატვარები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან. ჩვენ ერთობლივად შევარჩიეთ ესკიზი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდება ჩვენი თანამემაულის, დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის, ბიუსტის...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელს მაღალთმიანი სოფლის სტატუსი ოფიციალურად დღეს მიენიჭება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მაღალმთლიანი დასახლების სტატუსს გამყოფ ხაზთან მდებარე შემდეგი სოფლები მიიღებენ: ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში.
სოფლებისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების ინიციატივით პარლამენტს საქართველოს მთავრობამ მიმართა. ინიციატივის მიზანი,გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































