ბითაძე: რუსთავსა და თბილისს შორის ავტობუსებთან ერთად მიკროავტობუსებიც ივლიან

656

წინა სტატია

რუსთავსა და თბილისს შორის ავტობუსებთან ერთად მიკროავტობუსებიც ივლიან, თუმცა მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ადგილები მკაცრად განისაზღვრება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკის მიერ მომზადებულ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გენერალურ გეგმაში აღნიშნულ საკითხზეც იქნება საუბარი.

„როგორც ვიცით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარდა კვლევა თბილისში, საავტობუსო ქსელთან დაკავშირებით.  გამოიყო 10 სატრანსპორტო დერეფანი, სადაც შესაბამისი “ბასლაინების” მოწყობის შემდგომ იმოძრავებენ მხოლოდ დიდი ზომის, 18-მეტრიანი ავტობუსები. დანარჩენ ქუჩებზე, ე.წ. სითილაინებზე იმოძრავებენ მიკროავტობუსები და ასევე იმოძრავებენ 8-მეტრიანი ავტობუსები; როცა ვსაუბრობთ აზიის განვითარების ბანკის მიერ მომზადებულ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმაზე, იქ საუბარი იქნება თბილისსა და რუსთავს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებულ მოდელზე, სადაც დიდი წილი იქნება გათვალისწინებული ავტობუსებისთვის, მაგრამ მიკროავტობუსების წილიც იქნება. ერთმნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა ჩამოსხმისა და აყვანის საკითხებს მკაცრად განსაზღვრავს დედაქალაქი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. 

მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურათ 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს.