საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა

1594

ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან.

„აღსანიშნავია, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

✅ ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ოთხშაბათი, 20 მაისი, 2020