გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელს მაღალთმიანი სოფლის სტატუსი ოფიციალურად დღეს მიენიჭება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მაღალმთლიანი დასახლების სტატუსს გამყოფ ხაზთან მდებარე შემდეგი სოფლები მიიღებენ: ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში.
სოფლებისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების ინიციატივით პარლამენტს საქართველოს მთავრობამ მიმართა. ინიციატივის მიზანი,გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო შეღავათები უმნიშვნელოვანესია ოკუპირებული ტერიტორიების პერიმეტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრება უფრო ღირსეულ პირობებში შეძლონ, შესაბამისად, ჩვენს რეგიონში, გამყოფ ხაზთან მდებარე 11 სოფლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მთავრობის ის ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი დღეს იმსჯელებს. ეს პროცესი ჩვენ შარშან დავიწყეთ, როდესაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად შეხვედრებს ვმართავდით მოსახლეობასთან, სწორედ მათი მხრიდან დადგა ეს საკითხი და შემდგომ, საკანონმდებლო პაკეტის სახით ჩამოყალიბდა”, – განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების გარდა, მაღალმთიანი სოფლების სტატუსი კიდევ 8 სოფელს მიენიჭება.
დაგეგმილი ცვლილების თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭებათ ზღვის დონიდან 800 მეტრსა და მეტ სიმაღლეზე მდებარე იმ სოფლებს, რომლებიც გამყოფი ხაზის პერიმეტრის სიახლოვეს მდებარეობენ და ასევე, იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომელთა სოფლების 80% ან მეტი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს. იცვლება 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, საკმარისი იქნება 6 თვიანი პერიოდი.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო.