ორგანიზაცია HEKS-EPER საქართველო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საგრანტო კონკურსი მოიცავს როგორც ქალაქ დედოფლისწყაროს, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ყველა ერთეულს. კონკურსის მიზანია მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში შემავალი პრიორიტეტებისა და მიზნების გათვალისწინებით.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ საჯარო ინსტიტუციებს, რომლებიც უშუალოდ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მოქმედებენ დედოფლისწყაროს მუნიციპელიტეტის ტერიტორიაზე.
“საგრანტო კონკურსში განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პირველადი საპროექტო განაცხადის წარდგენა, რომელიც მოიაზრებს არაკომერციული (არამომგებიანი) საქმიანობის განხორციელებას დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტში. უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომელებიც დაკავშირებულები იქნებიან :კოვიდ-19″-ის ვირუსის გავრცელების პრევენციასა და ბრძოლასთან. გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს მაქსიმუმ 90%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 10 %-ის თანადაფინანსება”, – აცხადებენ ორგანიზაცია HEKS-EPER საქართველოში.
ორგანიზაციის ცნობით, მინიმალური გრანტის ოდენობა არის 5 000 ევრო, ხოლო მაქსიმალური კი 60 000 ევროს აღწევს. განაცხადის წარდგენა 20 მაისამდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაციის იხილეთ ბმულზე.