წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება.
წყალტუბოს მერიის ინფრომაციით, ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„კომისიის წევრები, მოადგილეების გარდა, კულტურის წარმომადგენლები, მხატვარები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან. ჩვენ ერთობლივად შევარჩიეთ ესკიზი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდება ჩვენი თანამემაულის, დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის, ბიუსტის დადგმა წყალყუბოში. წელს, 16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. მწერლის ბიუსტი ამ თარიღისთვის აუცილებალად დაამშვენებს წყალტუბოს ცენტრალურ პარკს”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.