წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია წყალტუბოს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კოსტავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 48 969 ლარით ფინანსდება.
„მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გრძელდება, კოსტავას ქუჩის პარალელურად გზებზე ბეტონის საფარი იგება ჭავჭავაძის, ერისთავისა...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის არსებული მონაცემებით, პანდემიის პირობებში შრომითი ურთიერთობა 78 000 დასაქმებულს შეუწყდა ან შეუჩერდა. სამინისტროს ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ 20 000-მდე დამსაქმებელმა მიაწოდა, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები", — აღნიშნულია...
პრემიერმინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებთან ერთად მიიღებენ.
პრემიერის მრჩეველმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხვალიდან, 22 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. ჩიქოვანმა განმარტა, რომ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების განსხვავებული რეჟიმი იქნება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ,...
ქარცივაძეების 5 წევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახს თვითნებურად ჩადგმული ვაგონის დატოვება ემუქრება. მათ თამარის დასახლებაში, სანაპიროზე ვაგონი 20 დღის წინ განათავსეს. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და მუნიციპალურმა ინსპექციამ ოჯახს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქარცივაძეები ამბობენ, რომ წლების წინ გომარდულში საცხოვრებელი სახლი დაეწვათ და მას შემდეგ სამ შვილთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდნენ. ბოლო დროს კი უმუშევრად დარჩნენ და ქირის გადაუხდელობის გამო გამოასახლეს....
ახალშექმნილ შპს-ებს მახუნცეთში 1200 კვ.მ-ზე მეტი ტერიტორია 15 წლით, დროებით საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საპარკინგე სივრცე და საპირფარეშო ტურისტული განვითარების ხელშეწყობის ცენტრის მფლობელობაში გადავიდა. საკითხს ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი.
მეტიც გადაწყვეტილებას „ევროპულმა საქართველომ“ ეკონომიკის მართვის საბჭოური მეთოდიც უწოდეს. “ნაციონალურ მოძრაობაში“ კი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ.
ამ ფართების გარდა საუბარია სოფელ დანდალოში არსებულ ტერიტორიაზე,სადაც შარშან საპიკნიკე...
ზაფხულის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ბათუმი-სარფი-გონიოს სანაპიროზე ჩამავალ ყველა მდინარეზე სპეციალური დამჭერი ბადეები მონტაჟდება, რომელიც ზღვის შესართავისკენ მყარი ნარჩენების გადინებას აფერხებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად მიმდინარეობს სანაპიროს დასუფთავების სამუშაოებიც, რომელსაც ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ გარემოს და ნუ დაანაგვიანებენ სანაპიროს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადება მის წინააღმდეგ გამიზნულ და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციად შეაფასა და ცრუ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. ამ შინაარსის განცხადება მისიამ გაავრცელა.
„20 მაისს სამხრეთ ოსეთის მედიაში გამოქვეყნებულმა ცნობებმა საქართველოში რ . ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ, არაზუსტად და სრულიად მცდარად აისახა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ 26 აპრილს.
კატეგორიულად...
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი....
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, პოლიციამ, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
"მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
შინაგან...
ქალაქ ახალციხეში სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 3 სანიაღვრე არხის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია უტარდება თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე არსებულ, 232 მ სიგრძისა და 2,20 მ სიგანის ღია სანიაღვრე არხს.
ეწყობა ე.წ „მლაშიხევის“ დახურული სანიაღვრე წყალშემკრები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 მეტრი სიგრძის, 4 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა.
დახურული კოლექტორი ეწყობა რუსთაველის ქუჩაზეც, რომლის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე და სიმაღლე...
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს წარუდგენს, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ პარლამენტს შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნა.
„გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით, ამიტომ გაცნობებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წერილობითი ფორმით და მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს...
წინა სტატია
საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით აღარ მიმართავს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა.
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლითაა ძალაშია, შესაბამისად, კომენდანტის საათიც 23 მაისის დადგომისთანავე აღარ იმოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ პრემიერმინისტრმა დღეს განაცხადა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მარტვილის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან – აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.
“პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებს შპს GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION-ი ასრულებს და მისი ღირებულება 914 736 ლარს შეადგენს. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს”, – აღნიშნულია...
აჭარაში ოპოზიცია არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს.
შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ნაციონალური მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „რესპუბლიკელებმა“, „ლელომ“, ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობამ“, „ემსახურე საქართველოსა" და „ახალი საქართველო", განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას დაპირება შეახსენა.
„მოვითხოვთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიღებული შეთანხმების შესაბამისად პროპორციული სისტემის შემოღებას. მივმართავთ აჭარის ხელისუფლებასაც, რომ გაგრძელდეს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით პროცესში”, - განაცხადა...
აჭარის უმაღლეს საბჭოში განათლების მინისტრს უსმენენ. ინგა ხაჯიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფება.
სხდომას არ ესწრება "ნაციონაური მოძრაობა" და „ერთიანი საქართველო". ისინი აგრძელებენ ბოიკოტის რეჟიმს, სანამ 8 მარტის შეთანება არ შესრულდება. ოპოზიცია სხდომებს უკვე რამდენიმე თვეა არ ესწრება, გამონაკლისს მხოლოდ საგანგებო ბიუჯეტის განხილვა წარმოადგენდა.
„ბოიკოტირების რეჟიმი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ შესრულდება 8 მარტის შეთანება, არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ასევე მნიშვნელოვანია ანტიკრიზისული...
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, ფიჭვები ხვალ ვარაზისხევის მიმდებარედ არსებულ ფერდობებზე მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება.
მათივე ცნობით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































