საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით აღარ მიმართავს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა.
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლითაა ძალაშია, შესაბამისად, კომენდანტის საათიც 23 მაისის დადგომისთანავე აღარ იმოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ პრემიერმინისტრმა დღეს განაცხადა.