აჭარის უმაღლეს საბჭოში განათლების მინისტრს უსმენენ. ინგა ხაჯიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფება.
სხდომას არ ესწრება “ნაციონაური მოძრაობა” და „ერთიანი საქართველო”. ისინი აგრძელებენ ბოიკოტის რეჟიმს, სანამ 8 მარტის შეთანება არ შესრულდება. ოპოზიცია სხდომებს უკვე რამდენიმე თვეა არ ესწრება, გამონაკლისს მხოლოდ საგანგებო ბიუჯეტის განხილვა წარმოადგენდა.
„ბოიკოტირების რეჟიმი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ შესრულდება 8 მარტის შეთანება, არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ასევე მნიშვნელოვანია ანტიკრიზისული გეგმის განხილვა და აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.
მმართველი გუნდის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორიციელდება როგორც პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში.
ეს პროცესი გარდაუვალია და გაუგებარია ოპოზიციის ქმედებები. ისინი კვლავ ყურადღების მიქცევას ცდილობენ”, – განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, ლადო მგალობლიშვილმა.