ახალშექმნილ შპს-ებს მახუნცეთში 1200 კვ.მ-ზე მეტი ტერიტორია 15 წლით, დროებით საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საპარკინგე სივრცე და საპირფარეშო ტურისტული განვითარების ხელშეწყობის ცენტრის მფლობელობაში გადავიდა. საკითხს ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი.
მეტიც გადაწყვეტილებას „ევროპულმა საქართველომ“ ეკონომიკის მართვის საბჭოური მეთოდიც უწოდეს. “ნაციონალურ მოძრაობაში“ კი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ.
ამ ფართების გარდა საუბარია სოფელ დანდალოში არსებულ ტერიტორიაზე,სადაც შარშან საპიკნიკე ტერიტორია მოეწყო.
გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრები იმით ხსნიან, რომ ახალი შპს-ები ტერიტორიას უფრო მოაწესრიგებენ.