სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

1113

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად მოეწყობა სათამაშო მოედანი. პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა. სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით შენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი, ერთს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება, დაგეგმილია კიდევ 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.