ახალციხეში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

584

ქალაქ ახალციხეში სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 3 სანიაღვრე არხის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე არსებულ, 232 მ სიგრძისა და 2,20 მ სიგანის ღია სანიაღვრე არხს.

ეწყობა ე.წ „მლაშიხევის“ დახურული სანიაღვრე წყალშემკრები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 მეტრი სიგრძის, 4 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა.

დახურული კოლექტორი ეწყობა რუსთაველის ქუჩაზეც, რომლის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე და სიმაღლე კი 2-2 მეტრი იქნება.

მერიის ინფორმაციით, მოუწესრიგებელი და ამორტიზებული სანიაღვრე არხები პრობლემებს განსაკუთრებით უხვი ნალექის მოსვლის დროს ქმნიდა. პროექტების დასრულების შემდეგ კი, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემები მოგვარდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3175305055854316&id=781353455249500&__xts__[0]=68.ARCYfiKzckdouNAR6HOqqqUM2AFaXCZ0F3inNz2LJ4nKd31LDyZVRXLnm3c019l7q7xp2FLw2msUwr9Qp77-z-DuQnN2s1PIjEsIiRNKAjf5ens5g4SEsPVWMAtdlAFEyRDVl4VIoy_6uUR-oPpbkIXf6rv-G4JYl20vN2d-z-rD9W1P94oGC1J79KYCTVBCagZQb-YvaPX77x8EWX9T8t0cIjp_eNA7jns1y62G0EJgNeXJ35IkBckDsmkQQETwbpOJHtQVVCILk2dv6dP7N0G7lWdFJLcKwzF8GIQaJ5zR-8YNl1BcLhVdskRew3sFeNHNc6eSC73Cs4jgHTnxK4cd8sE3N7TjkmFqSytnXwsIoNnbaEQY3Ynqv_jFni_ay8hjZJwD3euFJdjzTPBcZTdNxqNcNiASYhMKL-RDuFTlHzIJS_cpEd-4xBIMPotD8BW23CR9tda57l6O3s1D&__tn__=-R