აჭარაში ოპოზიცია არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს.
შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ნაციონალური მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „რესპუბლიკელებმა“, „ლელომ“, ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობამ“, „ემსახურე საქართველოსა” და „ახალი საქართველო”, განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას დაპირება შეახსენა.
„მოვითხოვთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიღებული შეთანხმების შესაბამისად პროპორციული სისტემის შემოღებას. მივმართავთ აჭარის ხელისუფლებასაც, რომ გაგრძელდეს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით პროცესში”, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ევოპული საქართველოდან” პეტრე ზამბახიძე.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ირაკლი ჩავლეიშვლის თქმით კი აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლეოსობა გასუსულია. „სამწუხაროდ, კანონი ინიცირებულია და არავითარი დამატებითი მიმართვა საჭირო არ არის. ბურთი მათ მხარესაა და ველოდებით ქმედით ნაბიჯებს”, – აღნიშნა ჩავლეიშვილმა.
ოპოზიციის განცხადებებზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა.
დავით გაბანიძის თქმით, ოპოზიცია „ღია კარის მტვრევის პრინციპით” მოქმედებს. ელოდებიან, საარჩევნო სისტემაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო პარლამენტი.
„რაც ეხლა იპოზიციიდან მესმის, ეს არის ღია კარის მტვრევა. ამას მეტი სახელი არ ქვია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განვლილი აქვს განხილვები, კომიტეტები და შესაძლებელია მისი გატანა სხდომაზე. საბოლოო ჯამში, რა ფორმით უნდა მივიღოთ ეს, გამომდინარეობს ისევე მათი მოთხოვნიდან. მე მაქვს 2019 წლის 4 ივნისის წერილი სადაც ოპოზიცია წერს, რომ პარლმენტი აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩვენც გადავიდეთ იგივე ცვლილებებზე. პარლამენტს ცვლილებები არ დაუსრულებია, ეხლა მიდის ამაზე საუბარი. შესაბამისად, იმის გამო რომ სწორედ მათი მოთხოვნა შესრულდეს, მე ველოდები როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლმენტი”, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან 6 დეპუტატს მაჟორიტარული წესით ირჩევენ.