პრემიერმინისტრი 27 მაისს პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს წარუდგენს

729

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს წარუდგენს, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ პარლამენტს შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნა.

„გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით, ამიტომ გაცნობებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წერილობითი ფორმით და მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს გიორგი გახარია წარდგება პარლამენტის წინაშე კოვიდ-ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეული მოქალაქეს აინტერესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, რეგლამენტის გათვალისწინებით პრემიერმინისტრი ივნისში ყოველწლიური ანგარიშითაც მივა პარლამენტში. პროცედურის მიხედვით, წერილობითი ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში 1-ელ ივნისამდე უნდა შევიდეს.