მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მარტვილის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან – აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.
“პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებს შპს GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION-ი ასრულებს და მისი ღირებულება 914 736 ლარს შეადგენს. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.