ჩვენთვის აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და რეგულაციები,- ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება და ტურისტები ორგანიზებულად შემოვლენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დადებითი სტატისტიკით გამოირჩევიან.
„ჩვენ...
ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, სანქციების შემოღების შემთხვევაში, რაც სავარაუდოდ მოხდება, სხვა ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლებიც დაჯარიმდებიან.
„ტაქსებში დაცვის მექანიზმი პირბადის გამოყენების გარდა ისიც არის, რომ მხოლოდ უკანა სავარძელზე უნდა განთავსდეს მგზავრი და ასევე კარგია თუ ბუნებრივი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც შპს „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი ახალი საწარმო გახსნა და პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული სუფრის ყურძნის ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ დანაპირების შესრულებაა კიდევ ერთი ახალი საწარმო. ქვეყანაში უკვე 200 ერთეულს...
ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი ჯებირის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 292 423 ლარს შეადგენს.
"პროექტის ფარგლებში მდინარე კრიხულას სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით მოეწყო ბეტონის კედელი, აგრეთვე, სამუშაოების შემდგომ გამოთავისუფლდა სარეკრეაციო სივრცე, სადაც იგეგმება გასართობი სივრცეებისა და კაფე-რესტორნების მოწყობა. სამუშაოებს, რომელთა დასრულებაც...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. გაბუნიას თქმით, ცვლილებები მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
"ეს ცვლილებები მინზად ისახავს მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას, ამასთან ამ პოლიტიკის უფრო ეფექტურად განხორციელებას. კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით აღნიშნული შესაძლებლობები უკვე გააჩნია თვითმმართველ ქალაქებს და მნიშვნელოვანია ის გადაეცეს სხვა მუნიციპალიტეტებსაც,” - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
პარლამენტის ცნობით, ადგილობრივი...
გორის ციხეზე დახეული დროშა ფრიალებს - შესაბამისი ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაცია "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა" გაავრცელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"გორის ციხეზე საქართველოს დახეული დროშა ფრიალებს. სირცხვილია გორის მუნიციპალიტეტის მერია" , - განაცხადეს თავდაცვის ლეგიონში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან.
"კეთილმოწყობის სააგენტო საქმის კურსშია. ნახავენ და თუ გამოსაცვლელია, გამოცვლიან" , - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ელზა მიქელაძემ.
ადიგენში, რიტუალების სახლთან მისასვლელი ასფალტ - ბეტონის გზისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება მეორე ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი გზის საყრდენ კედელს.
პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მოინახულა.
წაღვერის კულტურის სახლში, რომლის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, წვიმა ჩავიდა და კედლები დააზიანა. შენობის დამპროექტებელმა აივნის გადახურვა არ გაითვალისწინა. მისივე მიზეზით, შენობაში საპირფარეშოები ჯერ მოაწყეს, შემდეგ კი, დაანგრიეს და შშმ პირებზე მორგებული, თავიდან ააშენეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 5 მარტს დასრულდა. შენობას, რომლის რეაბილიტაციაც მილიონ ლარზე მეტი...
წინა სტატია
28 მაისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს ჰაფის პოლოხოვსა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი „მარნეულის ჰუჯაბი“ ავრცელებს.
„შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ ნაყოფიერ და კეთილმეგობრულ გარემოში, სადაც საუბარი შეეხო ქართველთა და აზერბაიჯანელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთთანაცხოვრების და მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი შეეხო ასევე...
ამიერიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი, ველისციხის საკვირაო ბაზარი იმუშავებს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ბაზარი გუშინ გაიხსნა, თუმცა, მხოლოდ ბოსტნეული იყიდებოდა. მომავალი კვირიდან კი მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ რძის ნაწარმი და ხორცი.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ბაზარში დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გადაწყვეტილებით პარკირების იმ საშვებს, რომელიც 17 აპრილის მდგომარეობით მოქმედი იყო, დამატებით, ერთი თვით გაუხანგრძლივდა მოქმედების ვადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"ვინაიდან 17-დან 27 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სრულად იყო აკრძალული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ჩვენმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთ მძღოლს გაუხანგრძლივდეს პარკირების საშვის მოქმედების ვადა. მძღოლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუძენიათ პარკირების საშვი, გთხოვთ შეიძინოთ, წინააღმდეგ...
ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია “ალალი” თელავში ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე განმარტავს, რომ წარმოების გაფართოება “ალალის” ახალი პროდუქტების დასამატებლად დასჭირდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
"ახალ საწარმოში 15 ადამიანი დასაქმდება, სეზონზე კი 10 დასაქმებული დაემატება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 200 000 ლარია. ამ თანხის ნახევარს პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს, ნახევარს კი თავად კომპანია გაიღებს”,- აცხადებს გოჩა...
ახმეტის მუნიციოალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა 5 ივნისს გაიხსნება. მისივე განმარტებით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
"ადგილზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები და გეოლოგები, მათი გარემოზე დაკვირვებისა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაცემული რეკომენდაციის შემდეგ, მძიმე ტექნიკამ მუშაობა განაახლა. ამ დროისთვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა," - აღნიშნა ნასყიდაშვილმა.
თუშეთში განთავსებული კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები ფიქრობენ, რომ წელს თუშეთი აქტიური ტურისტულ სეზონი არ...
მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.
მათი ინფორმაციით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგო ორფენიანი ასფალტი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ასევე, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები.
„დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „პარმა“ შეასრულა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ბუნებრივი აირით დამატებით 260 ოჯახი ისარგებლებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 6 სოფელია გაზიფიცირებული.
მიმდინარე წელს ბუნებრივი აირი მიეწოდება ასევე ორ სოფელს კიცხს და ლაშეს. გაზის სისტემის გაყვანა წელს ორ სოფელში დასრულდება ფარცხნალსა და საქარიქედზე.
საგანგებო მდგომარეობის გამო, ორი თვით დაკეტილი ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ბაღი მსურველებისთვის ღია დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდეა. შესვლის ღირებულება კი ერთი ლარია. დათვალიერების თანხა კი მინიმალური - 1 ლარია. მართალია, ბაღი პანდემიის გამო დაკეტილი იყო, თუმცა თანამშრომლები ყოველდღიურად მორიგეობით მიდიოდნენ მცენარეებს უვლიდნენ. ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, ბორის თვალოძის გვიხსნის, რომ ბაღს პანდემიამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































