ადიგენში, რიტუალების სახლთან მისასვლელი ასფალტ – ბეტონის გზისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება მეორე ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი გზის საყრდენ კედელს.
პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მოინახულა.