ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ბუნებრივი აირით დამატებით 260 ოჯახი ისარგებლებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 6 სოფელია გაზიფიცირებული.
მიმდინარე წელს ბუნებრივი აირი მიეწოდება ასევე ორ სოფელს კიცხს და ლაშეს. გაზის სისტემის გაყვანა წელს ორ სოფელში დასრულდება ფარცხნალსა და საქარიქედზე.