ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა მუშაობა განაახლა

1009

საგანგებო მდგომარეობის გამო, ორი თვით დაკეტილი ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

ბაღი მსურველებისთვის ღია დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდეა. შესვლის ღირებულება კი ერთი ლარია. დათვალიერების თანხა კი მინიმალური – 1 ლარია. მართალია, ბაღი პანდემიის გამო დაკეტილი იყო, თუმცა თანამშრომლები ყოველდღიურად მორიგეობით მიდიოდნენ მცენარეებს უვლიდნენ. ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, ბორის თვალოძის გვიხსნის, რომ ბაღს პანდემიამ ვერაფერი დააკლო.

„ცოცხალი მცენარე საჭიროებს მოვლას, ჩვენც მორიგეობით, ყოველდღე მოვდიოდით და ვასუფთავებდით ბაღს, ვრგავდით და ვთესავდით მცენარეებს“.

პანდემიამ, ბაღს ვერაფერი დააკლო თუმცა,ისევე როგორც დანარჩენ სხვა სფეროს, ბოტანიკურ ბაღსაც ახალი წესები დაუდგინა.

დისტანცია და დამცავი პირბადის ტარების ვალდებულება. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი 42 ჰექტარზეა გაშენებული. მისი დენდლოფლორის 600-მდე სახეობიდან 236 ხე მცენარეა, შიშველთესლიანების კი 48 სახეობაა ბაღში განთავსებული.

თვალოძის განმარტებით, ბაღში არსებულ სახეობათა უმეტესობა ზომიერად თბილი კლიმატის მცენარეებია. 113 სახეობის ხე-მცენარე კი ნორმალური ზრდისთვის მეტ სითბოს მოითხოვს, ვიდრე დანარჩენი.

ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს, იხილოს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები : ხეტიტები, ელდარის ფიჭვი,ორნაფტა გინგო და სხვა.

ბორის თვალოძე, ბოტანიკური ბაღის ისტორიას იხსენებს და გვიყვება, რომ ხე-მცენარეების გარდა ბაღს, მრავალწლიანი ისტორიაც აქვს. წლების წინ, “ფერმის ბაღად’’ წოდებულ, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ისტორია, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება.

1855 წელს, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ადგილას, მებაღეობის სკოლა გაშენებულა, რომელსაც უნდა მოემზადებინა გამოცდლი, ადგილობრივი მებაღეები.

1861 წლიდან მებაღედ და მებაღეობის სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა იაკობ მარი. ბორის თვალოძის ინფორმაციით, იაკობ მარს, ბაღში დაურგავს და გაუხარებია ორი ათასი ძირი ორწლიანი ნარგავები, გაუშენებია თუთის ხეები.

მოჰყავდა ბამბა, ხორბალი და ქერი.მას ცალკე ჰქონდა ბოსტანი. იაკობ მარს, 1864 წელს, ბაღის დღევანდელ ტერიტორიაზე შვილი – ნიკო მარი შეეძინა. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, დღესაც დაცულია სახლი, სადაც მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა.

ბოტანიკური ბაღი, მერიის ერთ-ერთი ააიპია, სადაც 37 თანამშრომელია დასაქმებული.