ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი ჯებირის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 292 423 ლარს შეადგენს.
“პროექტის ფარგლებში მდინარე კრიხულას სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით მოეწყო ბეტონის კედელი, აგრეთვე, სამუშაოების შემდგომ გამოთავისუფლდა სარეკრეაციო სივრცე, სადაც იგეგმება გასართობი სივრცეებისა და კაფე-რესტორნების მოწყობა. სამუშაოებს, რომელთა დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, შპს „ იმერმშენი“ ასრულებს”, – განმარტავენ სამხარე ადმინისტრაციაში.