ამიერიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი, ველისციხის საკვირაო ბაზარი იმუშავებს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ბაზარი გუშინ გაიხსნა, თუმცა, მხოლოდ ბოსტნეული იყიდებოდა. მომავალი კვირიდან კი მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ რძის ნაწარმი და ხორცი.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ბაზარში დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.