გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გადაწყვეტილებით პარკირების იმ საშვებს, რომელიც 17 აპრილის მდგომარეობით მოქმედი იყო, დამატებით, ერთი თვით გაუხანგრძლივდა მოქმედების ვადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“ვინაიდან 17-დან 27 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სრულად იყო აკრძალული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ჩვენმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთ მძღოლს გაუხანგრძლივდეს პარკირების საშვის მოქმედების ვადა. მძღოლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუძენიათ პარკირების საშვი, გთხოვთ შეიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია“, – განაცხადეს სააგენტოში.
როგორც ცნობილია, პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით.