თავდაცვის ლეგიონი: გორის ციხეზე დახეული დროშა ფრიალებს

808

გორის ციხეზე დახეული დროშა ფრიალებს – შესაბამისი ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაცია “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა” გაავრცელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“გორის ციხეზე საქართველოს დახეული დროშა ფრიალებს. სირცხვილია გორის მუნიციპალიტეტის მერია” , – განაცხადეს თავდაცვის ლეგიონში.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან.
“კეთილმოწყობის სააგენტო საქმის კურსშია. ნახავენ და თუ გამოსაცვლელია, გამოცვლიან” , – განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ელზა მიქელაძემ.