გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი დღეგამოშვებით მიეწოდებათ და საჭირო ოდენობით მომარაგებას ვერ ახერხებენ.
"ახლაც ახლოვდება არჩევნები და ალბათ ახლა გაახსენდებათ ჩვენი პრობლემა. მოვლენ, შეგვპირდებიან და დაიკარგებიან. დღეგამოშვებით, ისიც ერთი საათით, მოდის წყალი. ავავსებთ ჭურჭელში, მაგრამ ზაფხულია და როგორ უნდა ვიკმაროთ. განა რამდენი უნდა ავავსოთ? ასე ვიტანჯებით ყოველდღე", - ამბობს...
მესტიელებს რუსეთის იმპერიის მიერ განადგურებული სოფელ ხალდეს სახელის მინიჭება ერთ-ერთი ქუჩისთვის სურთ
სვანეთის მოსახლეობა რუსეთის იმპერიის მიერ 1875-1876 განადგურებული სოფელ ხალდეს და მისი მოსახლეობის უკვდავსაყოფად მესტიის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისთვის „თავისუფალი ხალდეს“ სახელის მინიჭებას ითხოვს. შესაბამისი პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა. მას ხელს 184 ამომრჩეველი აწერს. პეტიცია „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ წევრებმა თამარ ნაკანმა და ლალი პავლიაშვილმა წარადგინეს. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
„2020 წლის ივნისში 145 წელი სრულდება ხალდეს აჯანყებიდან - თავისუფლებისთვის...
მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტი, რომლის ფარგლებში გორში 29 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი წელს ვეღარ განხორციელდება.
ამის შესახებ, რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
"ეგ ტენდერი ორჯერ ჩავარდა. ფასადების პროექტი წელს ვეღარ განხორციელდება" , - განმარტა მერიის საზგოადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ელზა მიქელაძემ.
როგორც ცნობილია, სამუშაოების საერთო ღირებულება ერთ მილიონ დოლარს აჭარბებდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის ტერიტორიაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარედ, აგრობაზრის მშენებლობა მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი აშენდება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი. აღნიშნულ ობიექტზე განლაგდება სავაჭრო დახლები, მოეწყობა ავტოსადგომი. აგრობაზარი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებითა და ელექტროენერგიით, ასევე მოსასვენებელი სკამებით მგზავრებისთვის.
„აგრობაზართან მისასვლელი საავტომობილო გზა უსაფრთხო იქნება, როგორც მაგისტრალზე მოძრავი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სულ 10 ათასი ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი.
"ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
აღსანიშნავია, რომ ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები, რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, სადაც ზაფხულის პერიოდში დიდი...
წინა სტატია
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ფრაქციის წევრი ასმათ დიასამიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომათა დარბაზში თავის ადგილი მოქალაქეს დაუთმო, თუმცა დარბაზში შესულ მოქალაქეს უმრავლესობის წევრებმა უხერხული სიტუაცია შეუქმნეს, რათა მოქალაქეს დარბაზი დაეტოვებინა. ასმათ დიასამიძის განცხადებით, ისინი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გარე მოვაჭრეების პრობლემები გაითვალისწინოს.
„მოქალაქე დარბაზიდან...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს ისმენენ, სხდომა ხმაურის გამო რამდენჯერმე შეწყდა.
ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რეგლამენტის დარღვევის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს სიტყვიერი გაფრთხილება და ჯარიმა დააკისრა, შემდგომ კი სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
ელგუჯა ბაგრატიონს თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიუხედავად სხდომათა დარბაზის დატოვება არ სურდა, თუმცა მასთან თორნიკე რიჟვაძე მივიდა და შესთავაზა,...
2020 წლის 8 ივნისიდან შიდა ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მუშაობას იწყებს ხუთი მობილური ჯგუფი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფასოდ მოემსახურება და დაეხმარება გადაადგილებაში სხვადასხვა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
"პროფესიონალების გუნდი პერსონალური ასისტენტის, ექთნის, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების შემადგენლობით, საჭიროებისამებრ, ბინაზე გაგიწევთ საჭირო კონსულტაციასა და მომსახურებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ მზრუნველებს შეგიძლიათ მოგვმართოთ",...
გორში, ჭავჭავაძის გამზირის 506-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 429 991 ლარია, ჭავჭავაძის გამზირის აღმაშენებლის გამზირიდან რაზმაძის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
"პროექტის დასრულების შემდეგ გამზირით სარგებლობისას პრობლემები აღარ შეექმნებათ მგზავრებს" , - აცხადებენ მერიაში.
ინფორმაციისთვის, სამუშაოებს კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების დასრულების ვადა ივლისში იწურება.
სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო, კმ186-კმ198 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია ორი ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ხვალ დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტი პარლამენტის რეგლამენტიდან და საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე გადაეგზავნება ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტს.
„ხვალიდან პარლამენტში გრაფიკის მიხედვით კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა. რეალურად ეს გახლავთ ახალი ბიუჯეტი, რადგან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შეცვლილი. ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 2.5 %-ისა, რომელიც ჩადებული გვქონდა...
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გარე მოვაჭრეებმა გასაყიდი ნივთები და პროდუქცია მიიტანეს. ისინი აქცია პერფორმანს მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
"ჩვენ უმუშევარი დავრჩით, არ გვაქვს შემოსავალი. წერეთლის ქუჩაზე გარე ვაჭრობით ვართ დაკავებული და ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. პანდემიის გამო დავზარალდით და ვითხოვთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება მოგვაქციოს",- აცხადებენ აქციის...
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ბერდია ალხიძემ ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურში „მე ვირჩევ თანასწორობას“ პირველი ადგილი დაიკავა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესეების კონკურსი საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნების და თანასწორობის კამპანიას და ამ საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას ეხებოდა. ბერდიას გამარჯვება მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ პირადად, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად...
შემდეგი სტატია
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. დეპუტატებს იგი აჭარის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
მოსმენა ხმაურით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს სიტყვა გააწყვეტინა და დარბაზში მოქალაქეების შემოყვანა მოითხოვა.
ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მოუწოდებდა, სხდომა დაეტოვებინა, თუმცა, მან სხდომათა დარბაზი არ დატოვა. დეპუტატები...
საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, ქართული პირბადის წარმოების სამთავრობო პროგრამა გრძელდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, მრავალჯერადი პირბადის წარმოების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მარტში დაიწყო, დღესაც მიმდინარეობს.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სამინისტრო 2 თვეა, რაც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებთან, რომელთაც, ჯამში, 1,8 მლნ ერთეულზე მეტი...
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მერიის ინფორმციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინრეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, თელავში, ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. დაზიანებული ქვაფენილის ნაცვლად, 400 მეტრის სიგრძეზე მოეწყო ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით დაფინანსდა. ასევე, სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 913 მეტრის სიგრძის გზაზე მოეწყო ასფალტის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































