სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს

664

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სულ 10 ათასი ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი.

“ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.

აღსანიშნავია, რომ ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები, რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, სადაც ზაფხულის პერიოდში დიდი რაოდენობა შეინიშნება, უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.