გორის მერია: ფასადების პროექტი წელს ვერ განხორციელდება

840
მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტი, რომლის ფარგლებში გორში 29 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი წელს ვეღარ განხორციელდება.
ამის შესახებ, რადიო “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“ეგ ტენდერი ორჯერ ჩავარდა. ფასადების პროექტი წელს ვეღარ განხორციელდება” , – განმარტა მერიის საზგოადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ელზა მიქელაძემ.
როგორც ცნობილია, სამუშაოების საერთო ღირებულება ერთ მილიონ დოლარს აჭარბებდა.