2020 წლის 8 ივნისიდან შიდა ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მუშაობას იწყებს ხუთი მობილური ჯგუფი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფასოდ მოემსახურება და დაეხმარება გადაადგილებაში სხვადასხვა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
“პროფესიონალების გუნდი პერსონალური ასისტენტის, ექთნის, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების შემადგენლობით, საჭიროებისამებრ, ბინაზე გაგიწევთ საჭირო კონსულტაციასა და მომსახურებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ მზრუნველებს შეგიძლიათ მოგვმართოთ”, – აცხადებენ იდეის ავტორები.
დახმარება შემდეგი სახის საჭიროებებს მოიცავს:
ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით მომსახურება;
პერსონალური ასისტენტის დახმარება მობილობაში;
ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების; აგრეთვე
ექთნის ბინაზე ვიზიტი და კონსულტაცია;
თქვენ მიერ შერჩეული სამედიცინო პერსონალის (ექიმის) ბინაზე ვიზიტისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა.
დაინტერესებულ პირებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე, ცხელი ხაზის ნომრებზეშეეძლებათ დარეკვა, წინასწარი ჩაწერის მიზნით.
შიდა ქართლი – 591 225 598
აჭარა – 591 227 883
გურია – 591 227 336
იმერეთი – 591 228 839
სამეგრელო – 591 227 276
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს” ფარგლებში. პროექტის მიზანია რისკისა და საგანგებო სიტუაციებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობა.
https://www.facebook.com/cilkdc/photos/a.580215121993851/3551528941529106/?type=3&theater