აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის” წევრს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

580

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს ისმენენ, სხდომა ხმაურის გამო რამდენჯერმე შეწყდა.

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რეგლამენტის დარღვევის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს სიტყვიერი გაფრთხილება და ჯარიმა დააკისრა, შემდგომ კი სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ელგუჯა ბაგრატიონს თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიუხედავად სხდომათა დარბაზის დატოვება არ სურდა, თუმცა მასთან თორნიკე რიჟვაძე მივიდა და შესთავაზა, რომ ადგილი მოქალაქისთვის დაეთმო.

თორნიკე რიჟვაძის თხოვნის შემდეგ ელგუჯა ბაგრატიონი დარბაზიდან გავიდა.

დავით გაბაიძის თქმით, ელგუჯა ბაგრატიონი საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტს არღვევდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ვერ ხერხდებოდა.

ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიმე რიჟვაძე დეპუტატებს ანგარშს აბარებს. თორნიკე რიჟვაძე პანდემიის დროს გაწეული ხარჯების შესახებ საუბრობს.

პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.