აბაშაში აგრობაზრის მშენებლობა მიმდინარეობს

756

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის ტერიტორიაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარედ, აგრობაზრის მშენებლობა მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი აშენდება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი. აღნიშნულ ობიექტზე განლაგდება სავაჭრო დახლები, მოეწყობა ავტოსადგომი. აგრობაზარი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებითა და ელექტროენერგიით, ასევე მოსასვენებელი სკამებით მგზავრებისთვის.

„აგრობაზართან მისასვლელი საავტომობილო გზა უსაფრთხო იქნება, როგორც მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტისათვის, ასევე მოვაჭრეებისა და მგზავრებისათვის. პროექტი რეგიონული განვითარების პროგრამების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოებს ასრულებს შპს „ჯი თი ჰოლდინგი“, – აცხადებენ მერიაში.