მერია: თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

397

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მერიის ინფორმციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინრეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, თელავში, ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. დაზიანებული ქვაფენილის ნაცვლად, 400 მეტრის სიგრძეზე მოეწყო ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით დაფინანსდა. ასევე, სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 913 მეტრის სიგრძის გზაზე მოეწყო ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 464 ლარით დაფინანსდა.

„აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია „სერპანტინმა“ განახორციელა.

ამ ეტაპზე, შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში: შალაურში, ქვემო ხოდაშენში, კისისხევში, ნაფარეულში, სანიორეში, ფშაველსა და თეთრწყლებში მიმდინარეობს,” – ნათქვამია ინფორმაციაში.