წინა სტატია
შემდეგი სტატია
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც, შეიცვალა 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი. საკანონმდებლო ცვლილებით, ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9-თვიანი პირობის ნაცვლად, ექვსთვიანი პერიოდი განისაზღვრა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო.
საქართველოში 2000 მეტრზე ან...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფლის ერთ-ერთ უბანში მიმდინარე სამუშოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.
„პროექტი ითვალისწინებს როგორც ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას. პროექტის ღირებულება 474 474 ლარია. ე.წ. „ნახალოვკის“ უბანში მცხოვრებ 120 - მდე ოჯახს, სოფლის სხვა დანარჩენი უბნებისგან განსხვავებით,...
ქალაქ თეთრიწყაროში ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად, რეაბილიტაცია უტარდება ბარნოვის, ბესიკის, ოძელაშვილის ქუჩებსა და ჭავჭავაძის ჩიხს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის 1400 მეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ თეთრიწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 კილომეტრამდე საავტომობილო გზას.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მათი სახელშეკრულებო ღირებულება 490 000 ლარს...
პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
სენაკის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, დასრულების ფაზაშია ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ხიდთან და "დედამოკას“ თერმულ წყლებთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 338 865 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს "მშენებელი“ ახორციელებს.
რეაბილიტირდა და კეთილმოეწყო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და საკალანდარიშვილოს სასაფლაოს შიდა გზა. პროექტის ღირებულებაა 108 823...
გვაქვს ადგილები, სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ გვჭირდება, თუმცა არის ისეთი ადგილები ქალაქში, სადაც საჭიროა ასეთი ხიდების გაკეთება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რატომ გამოცხადდა ხიდებზე ტენდერი მაშინ, როცა დედაქალაქის მთავრობამ 19 ასეთი ხიდის დემონტაჟი განახორციელა“.
კალაძის თქმით, სადაც ხიდების დემონტაჟი მოხდა, ზებრა გადასასვლელი მოეწყო, თუმცა არის ადგილები, სადაც ხიდები საჭიროა.
„გვაქვს ადგილები, სადაც ხიდების არსებობა არ გვჭირდება,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის შექმნაზე მუშაობენ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, წყლის საინფორმაციო სისტემა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS II East) ფარგლებში, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იქმნება.
„საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი შემცირდა, ტენდერების გაჩერება არ იგეგმება, თუმცა, გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გაფორმდება, რადგან ფინანსური შესაძლებლობები არ არის.
თბილისის მერის თქმით, დამატებითი თანხების მოძიების შემთხვევაში ყველა პროექტი განხორციელდება, მაგრამ „ახლა სხვა პრიორიტეტებია“.
„შემოსავლების ნაწილში 150 000 000 ლარზე მეტი დაკარგა ჩვენმა ბიუჯეტმა, რაც ძალიან ცუდია. თქვენ იცით, რომ ამბიციური გეგმები გვქონდა წლის დასაწყისში
პროექტების განხორციელების...
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდება ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამში 2 594 აბონენტი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, ნაჯახაოს და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელებთან ერთად დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.
დმანისის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში – დაგარახლო, ბაზაქლო, კამიშლო, პანტიანი, ტნუსი, მაშავერა, კიზილაჯლო, კაკლიანი, ამამლო და კამიშლო – ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ეწყობა. პროექტის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაც.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა, შიდასაუბრნო და სასოფლო გზები ასფალტო-ბეტონით დაიფარება.
„დმანისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები,ერთ ერთი ესეთი საჭირო მიმართულება არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სოფელ ბაზაქლოში ნახევარკილომეტრზე...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში წყლის პროექტის მშენებლობის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოებს ახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის დასრულებულია დაბის ძირითადი ნაწილის ახალ სისტემაზე დაერთება და მიმდინარეობს დარჩენილი - თაყაიშვილის ქუჩის ნაწილისა და ორი ჩიხის გადართვა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
„ურეკში წყლის სისტემის მოწყობის პირველი ეტაპი 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო...
15 ივნისის ჩათვლით, დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 ივნისის ჩათვლით დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალული იქნება.
„ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების (ლოტი 4) მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 სთ-დან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ...
დედაქალაქის მერია და „თბილისის განვითარების ფონდი“ დედაენისა და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.
„არ შემიძლია არ ვისაუბრო ზოგადად რეკრეაციულ სისტემებზე, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მის გამოსწორებაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ახალი სივრცეების შექმნა, არსებული სკვერების, არსებული პარკების განახლება-რეაბილიტაციის პროექტები. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ზაარბიუკენისა...
გიორგი გახარიამ შიდა ქართლში ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროება. მისივე თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა ბევრი საინტერესო ინიციატივა თუ შენიშვნა ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობა ნაწილობრივ გაითვალისწინებს.
„ამ რეგიონში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ხალს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული. მათ ჰქონდათ გარკვეული შემოთავაზებები,...
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი. საწვავის გაიაფება ძალიან დიდი თემაა და ვერ იქნება ერთ დღეში, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველა უნდა მიეჩვიოს, ყველა ბიზნესის წარმომადგენელი, რომ სახელმწიფო სოფლის მეურნეობას უნდა მიეხმაროს, პირველ რიგში ჰორიზონტალურად ყველას. უნდა მიეხმაროს საწვავის მაქსიმალურად...
თბილისში, მოსკოვის გამზირზე არსებული გზის შუა ზოლზე, რომელზეც წლების წინ ტრამვაი გადაადგილდებოდა, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
რეკრეაციულ ზონაში დაირგვება ახალი ხემცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, და დაიგება ველობილიკი. ასევე ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონები განთავსდება. .
„დაახლოებით ორ კილომეტრზე მეტია ეს კონკრეტული სივრცე და მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და გამწვანებული. სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი...
"150 მილიონი ლარის შემოსავალი დააკლდა თბილისის მუნიციპალიტეტს, ეს ყველაფერი აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც უნდა დაწყებულიყო”, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მერი ამბობს, დაგეგმილი ტენდერები გამოცხადდება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
“წლის დასაწყისში ჩვენ გვქონდა დაანონსებული ბევრი პროექტის განხორციელება და წლევანდელი წელი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდიანარე, მაგრამ არსებულ ვითარებაში მოგვიწია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































