თბილისში, მოსკოვის გამზირზე არსებული გზის შუა ზოლზე, რომელზეც წლების წინ ტრამვაი გადაადგილდებოდა, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
რეკრეაციულ ზონაში დაირგვება ახალი ხემცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, და დაიგება ველობილიკი. ასევე ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონები განთავსდება. .
„დაახლოებით ორ კილომეტრზე მეტია ეს კონკრეტული სივრცე და მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და გამწვანებული. სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და პირობა მივეცი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მოსკოვის გამზირზე ეს კონკრეტული სივრცე იქნებოდა მოწესრიგებული, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება ოჯახებით დაისვენონ“, – განაცხადა კალაძემ.