გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფლის ერთ-ერთ უბანში მიმდინარე სამუშოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.
„პროექტი ითვალისწინებს როგორც ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას. პროექტის ღირებულება 474 474 ლარია. ე.წ. „ნახალოვკის“ უბანში მცხოვრებ 120 – მდე ოჯახს, სოფლის სხვა დანარჩენი უბნებისგან განსხვავებით, დღემდე სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ოჯახებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.