გახარია: მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ფერმერების შენიშვნებს ნაწილობრივ გაითვალისწინებს

511

გიორგი გახარიამ შიდა ქართლში ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროება. მისივე თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა ბევრი საინტერესო ინიციატივა თუ შენიშვნა ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობა ნაწილობრივ გაითვალისწინებს.

„ამ რეგიონში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ხალს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული. მათ ჰქონდათ გარკვეული შემოთავაზებები, შენიშვნები იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ ანტიკრიზისულ გეგმაში ჩავდეთ. ნაწილობრივ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რაც მოსწრებადია და ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა პრემიერმა.