გვაქვს ადგილები, სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ გვჭირდება, თუმცა არის ისეთი ადგილები ქალაქში, სადაც საჭიროა ასეთი ხიდების გაკეთება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რატომ გამოცხადდა ხიდებზე ტენდერი მაშინ, როცა დედაქალაქის მთავრობამ 19 ასეთი ხიდის დემონტაჟი განახორციელა“.
კალაძის თქმით, სადაც ხიდების დემონტაჟი მოხდა, ზებრა გადასასვლელი მოეწყო, თუმცა არის ადგილები, სადაც ხიდები საჭიროა.
„გვაქვს ადგილები, სადაც ხიდების არსებობა არ გვჭირდება, არაა ამის აუცილებლობა, იმიტომ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც მოხდა ხიდების დემონტაჟი, იქ კეთდება ზებრა გადასასვლელები. ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა არის ისეთი ადგილები ქალაქში, სადაც საჭიროა ასეთი ხიდების გაკეთება.
კითხვაზე, რატომ არ ხდება ძველი ხიდების გამოყენება საჭირო ადგილებზე, კალაძე ამბობს, რომ „ძველი ხიდები ფაქტობრივად გაუბედურებული იყო და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“.