სოფლების სია, რომლებშიც, 9-ის ნაცვლად, 6-თვიანი ცხოვრების შემთხვევაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მოგენიჭებათ

5287

წინა სტატია

შემდეგი სტატია

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც, შეიცვალა 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი. საკანონმდებლო ცვლილებით, ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9-თვიანი პირობის ნაცვლად, ექვსთვიანი პერიოდი განისაზღვრა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო.

საქართველოში 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე 95 დასახლებაა (11 მუნიციპალიტეტის 94 სოფელი და 1 დაბა), რომელშიც, 6-თვიანი და მეტი ფაქტობრივი ცხოვრების შემთხვევაში, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მოგენიჭებათ და ისარგებლებთ კანონით დადგენილი შეღავათებით.

ასევე, შეგიძლიათ, გაეცნოთ დასახლებების სიას, რომლებსაც დამატებით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ

ეს დასახლებებია:

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1 795 დასახლებას, ხოლო მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 272 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.