მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდება ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამში 2 594 აბონენტი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, ნაჯახაოს და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელებთან ერთად დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.