აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. დეფაქტო პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საზღვრის კვეთა ისევ იკრძალება "უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის". გარდა ამისა, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რეჟიმის გამკაცრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მდინარე ფსოუს გამშვებ პუნქტზე, რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით,...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვა მიმდინარეობს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც “Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის Mindworks Education ჩართულობით ხორციელდება, პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს. “როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააანონსა, ახალი სასწავლო წლიდან 150-ზე მეტ სკოლაში...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბორჯომის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აღიშნულ ჩიხებში გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, სანიაღვრეების, ცხაურებისა და ეზოებში შესასვლელი მონაკვეთების მოწყობაც. მერიის ცნობით, ამჟამად სპეცტექნიკის საშუალებით, გზის საფარის დასაგებად გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული და გამართული ინფრასტრუქტურით ადგილობრივები და კურორტის სტუმრები ისარგებლებენ.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა და ქალაქს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა შეემატა. ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ახალი გაზონები, დაიდგა ლამპიონები, ძელსკამები, საბავშვო ატრაქციონები, დაირგო დეკორატიული მცენარეები. „ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. განახლებულ სკვერში ჩვენი თანაქალაქელები, თავიანთ...
დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალთან და ქალაქ ქუთაისთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის, 2 კილომეტრამდე მონაკვეთზე გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "არქეოპოლისი" ასრულებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ დაათვალიერეს.
წინა სტატია ჯანდაცვის სამინისტრომ STOP COVID მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე, რომელიც COVID 19-ის ადრეული გამოვლენის მიზნით ორი თვის წინ ამოქმედდა, 400 ათას ლარზე მეტი დახარჯა. გამოცემა „ინტერპრესნიუსმა“ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე 412 116 ლარია დახარჯული. შეგახსენებთ, STOP COVID აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID...
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. „ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას. ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და სწორედ ამიტომ ესტონეთმა საქართველოს გადმოსცა აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება, შესაბამისად ამ დახმარებას აქვს...
წინა სტატია რიკოთის საავტომობილო გვირაბში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით, დღეს, 06:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ბათუმში, თავდადებულის ქუჩის #35-ში ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ბათუმის მერია ახორციელებს. ბათუმის მერიის ცნობით, უკვე დასრულდა სახურავის მონტაჟი, შეიცვალა შენობის საძირკვლის ნაწილი და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდს. „ამ ეტაპზე შიდა მოსაპირკეთებელი და ფასადის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 765 ათას 296 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება“, - განმარტავენ მერიაში.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა ადმინისტრაციულ შენობაში კაფე-რესტორნის მოწყობაზე აუქციონი გამოაცხადა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  "იჯარით მიღებული უძრავი ქონება გამოიყენონ მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის. მოიჯარე შეზღუდული უნდა იყოს, სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რადგან არ მოხდეს უძრავი ქონების იერსახის დამახინჯება. მოიჯარემ ქონება არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობის მიზნებისთვის", - წერია აუქციონის...
შედეგი სტატია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტმა კანონპროექტი განიხილა, რომლის თანახმად მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვები ხდება. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ შენიშვნები გამოთქვა. ნინო წილოსანის განცხადებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა იყოს დასაშვები. „მინდა ჩამოვთვალო ის პრინციპული საკითხები, რომელზეც კომიტეტს,...
ევროკავშირისგან მიღებული გრანტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორში ველობილიკები უნდა მოაწყოს, შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სამუშაოებისთვის 83 000 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ველობილიკი იწყება კირიონ II-ის #12-იდან, კერძოდ, ქ.გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან და გრძელდება კირიონ II-ის ქუჩით, გადადის აკაკი წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც საფეხმავლო ზებრის საშუალებით, ველოსიპედისტი...
ვეცდებით, შევიმუშავოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნულზე მუშობა მიმდინარეობს. მან ასევე მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მისცენ ამ თემაზე კონსულტაცია და რჩევები. „მოგეხსენებათ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ...
მარნეულის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი უცნობია. როგორც ა(ა)იპ „მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების“ უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, მარნეულში აღსაზრდელების რეგიტრაცია ელექტრონულად არ ხდება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისვლით კი სოციალური დისტანციის დაცვა გაჭირდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „მაგალითად თბილისში ელექტრონულად ხდება რეგისტრაცია, ფიზიკურად არ უწევთ ბაღებში მისვლა. აქ (მარნეული) სოცალური დისტანცია დაცული არ იქნება. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის დავიწყებთ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შესყიდვების სააგენტოსთან გაგზავნილი მოთხოვნა, პირდაპირი შესყიდვის წესით, შპს "ოპტიმალ გრუპ+"-სთან 319 ათას 500 ლარის მომსახურების თაობაზე, უკან გაითხოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მერიას სურდა, რომ ზედამხედველობის გაწევის მიზნით, აღნიშნული კომპანია გამარტივებული შესყიდვის წესით დაექირავებინა, რომელიც 2020-2021 წლებში იმ ობიექტების მშენებლობას დააკვირდებოდა, რომელთა ღირებულება 50 000 ლარს გადააჭარბებდა. მერია წერდა, რომ ამ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით მომსახურების ვადა იწურება...
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დამთავრდა ვოლიერების მშენებლობა, ახლა საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობები შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ცხოველთა თავშესაფარი კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. იგი აღჭურვილი იქნება ადმინისტრაციული და საკარანტინე შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიითა და სხვა ინფრასტრუქტურით. რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითრების ფონდიდან 2 მილიონ ლარამდე იხარჯება. შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში მოსახლეობას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ