მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღემდე არ დაწყებულა

875

მარნეულის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი უცნობია. როგორც ა(ა)იპ „მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების“ უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, მარნეულში აღსაზრდელების რეგიტრაცია ელექტრონულად არ ხდება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისვლით კი სოციალური დისტანციის დაცვა გაჭირდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„მაგალითად თბილისში ელექტრონულად ხდება რეგისტრაცია, ფიზიკურად არ უწევთ ბაღებში მისვლა. აქ (მარნეული) სოცალური დისტანცია დაცული არ იქნება. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის დავიწყებთ რეგისტრაციას, ველოდებით მთავრობის რეკომენდაციებს,“ – განაცხადა ზაურ ქარამოვმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მარნეულის ბაღებში რეგისტრაციის თარიღი 22 ივნისს გახდეს ცნობილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ასშტაბით სულ 14 ბაღი ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყო.