როდის დასრულდება გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა

680

გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დამთავრდა ვოლიერების მშენებლობა, ახლა საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობები შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ცხოველთა თავშესაფარი კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. იგი აღჭურვილი იქნება ადმინისტრაციული და საკარანტინე შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიითა და სხვა ინფრასტრუქტურით.

რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითრების ფონდიდან 2 მილიონ ლარამდე იხარჯება. შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში მოსახლეობას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა წლებია აწუხებს.