ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კაფე-რესტორნის მოწყობაზე აუქციონი გამოცხადდა

1342

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა ადმინისტრაციულ შენობაში კაფე-რესტორნის მოწყობაზე აუქციონი გამოაცხადა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

“იჯარით მიღებული უძრავი ქონება გამოიყენონ მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის. მოიჯარე შეზღუდული უნდა იყოს, სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რადგან არ მოხდეს უძრავი ქონების იერსახის დამახინჯება. მოიჯარემ ქონება არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობის მიზნებისთვის”, – წერია აუქციონის პირობაში.

აუქციონი, რომელიც დღეს დაიწყო, 22 ივნისს დასრულდება. მისი საწყისი ფასი 29 ათასი ლარია.