ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის 2 კილომეტრამდე მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

732

დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალთან და ქალაქ ქუთაისთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის, 2 კილომეტრამდე მონაკვეთზე გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “არქეოპოლისი” ასრულებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ დაათვალიერეს.