ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აღიშნულ ჩიხებში გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, სანიაღვრეების, ცხაურებისა და ეზოებში შესასვლელი მონაკვეთების მოწყობაც.
მერიის ცნობით, ამჟამად სპეცტექნიკის საშუალებით, გზის საფარის დასაგებად გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული და გამართული ინფრასტრუქტურით ადგილობრივები და კურორტის სტუმრები ისარგებლებენ.