რიკოთის საავტომობილო გვირაბში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით, დღეს, 06:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.