ბათუმში, თავდადებულის ქუჩის #35-ში ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ბათუმის მერია ახორციელებს.
ბათუმის მერიის ცნობით, უკვე დასრულდა სახურავის მონტაჟი, შეიცვალა შენობის საძირკვლის ნაწილი და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდს.
„ამ ეტაპზე შიდა მოსაპირკეთებელი და ფასადის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 765 ათას 296 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება“, – განმარტავენ მერიაში.