გორის მერიამ საზედამხედველო კომპანიათან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაიფიქრა

551

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შესყიდვების სააგენტოსთან გაგზავნილი მოთხოვნა, პირდაპირი შესყიდვის წესით, შპს “ოპტიმალ გრუპ+”-სთან 319 ათას 500 ლარის მომსახურების თაობაზე, უკან გაითხოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მერიას სურდა, რომ ზედამხედველობის გაწევის მიზნით, აღნიშნული კომპანია გამარტივებული შესყიდვის წესით დაექირავებინა, რომელიც 2020-2021 წლებში იმ ობიექტების მშენებლობას დააკვირდებოდა, რომელთა ღირებულება 50 000 ლარს გადააჭარბებდა.

მერია წერდა, რომ ამ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით მომსახურების ვადა იწურება მიმდინარე წლის 7 ივლისს და იქმნება საფრთხე პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე დარჩენისა. თუმცა ამ ეტაპზე როგორც აღმოჩნდა, მერიამ პოზიცია შეიცვალა და გამარტივებული შესყიდვის წესით, აღნიშნული კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა.